სააფთიაქო ქსელი GPC-ი გაიყიდა

0
65
სააფთიაქო ქსელი GPC-ი გაიყიდა

სააფთიაქო ქსელი GPC-ი გაიყიდა. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ფარმაცევტული კომპანია GPC-ის აქტივების 100%-იან წილს ყიდულობს. გარიგების ღირებულება $14 მილიონია.

აღნიშნული თანხიდან 85.7%-ს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“   ხელშეკრულების გაფორმებისას გადაიხდის, ხოლო დარჩენილ 14.3%-ს კი, გარიგების წარმატებით დასრულებიდან 1 წელში, 2017 წლის აპრილ-მაისში.

შესაბამის მემორანდუმს ხელი ოთხშაბათს მოეწერა, რომელიც მარეგულირებლის თანხმობას საჭიროებს.

GPC-ის შეძენის მიზანი GHG-ის გაფართოების სტრატეგიაა, რომ ჰოლდინგი გახდეს წამყვანი მოთამაშე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში, რომლის საერთო ღირებულება 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

GHG ასევე GPC-ის მოგების მარჟის 2015 წლის მონაცემის – 4%-იანი მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელის.