რჩევები მათ, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს

0
135
რჩევები მათ, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს

ბრიტანელი ჯული დეინი მსურველებს ბიზნესის დაწყების საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. როგორც ის ამბობს, მან ბიზნესი დაახლოებით 1 000 დოლარით დაიწყო და დღეს ჩანთების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის The Cambridge Satchel Company-ის აღმასრულებელი დირექტორია. აღნიშნული კომპანიის გაყიდვები წელიწადში 15 მილიონ დოლარს აღწევს.

“თუ ეს მე შევძელი, ესე იგი ყველა შეძლებს”, – ამბობს იგი.

მისივე თქმით, ბიზნესის დაწყებისთვის საჭიროა:

1. შეიმუშავეთ ნათელი და ძლიერი იდეა და მიჰყვეთ მას.

“თავიდან 10 სხვადასხვა იდეაზე ვფიქრობდი, რითიც ფული უნდა მეშოვნა. შემდეგ ამ იდეებს “ქულა” მივანიჭე და ის საქმიანობა ავირჩიე, რასაც ყველაზე მაღალი ქულა დავუწერე, ეს იყო ტყავის ჩანთები.

2. ურყეობა და შეუპოვრობა მნიშვნელოვანია.

“ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ შემიძლია დავქანცო ადამიანი ჩემი დაჟინებული თხოვნით. როდესაც პირველად ვეძებდი ტყავის ჩანთების მწარმოებელს, ერთ-ერთი იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი აღმოვაჩინე, რომელიც ტყავის ჩანთებით სკოლებს ამარაგებდა. მას დავურეკე და ვთხოვე, თუ საიდან მოჰქონდა ჩანთები. თავდაპირველად უარი მითხრა, თუმცა, შემდეგ დაჟინებით ვურეკავდი მას, რამაც შედეგი გამოიღო. მან საბოლოოდ მომცა მწარმოებლის საკონტაქტო”.

3. ყველაფერს მიუდექით ისე, რომ ამის გაკეთებას შეძლებთ.

“აქცენტი გააკეთე იმაზე, თუ რა გჭირდება იმისათვის, რომ რაღაც გააკეთო და როგორ შეიძლება ამას მიაღწიო. იმისათვის რომ სარგებელი მიმეღო, ვიცოდი, რომ მხოლოდ კემბრიჯში არ უნდა გამეყიდა ჩემი პროდქტი. მე ის ინტერნეტითაც უნდა გამეყიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვებგვერდი უნდა შემექნა. ეს 7-8 წლის წინ იყო, როდესაც ელექტრონული გაყიდვების სფერო არ იყო ისე განვითარებული, როგორც ახლა. არ ვიცოდი ეს როგორ გამეკეთებინა, თუმცა, უკან არ დამიხევია.  პროგრამირება ვისწავლე სამ ღამეში უფასი ონლაინკურსების საშუალებით. და საბოლოოდ, გავაკეთე ვებგვერდი, რომელიც არც ისე ლამაზად გამოიყურებოდა, თუმცა, თავის ფუნქციას ასრულებდა”

4. შეტოპვის არ შეგეშინდეთ.

“მნიშვნელოვანია რომ მზად იყოთ ნებისმიერ შესაძლებლობისთვის. მე არ მქონდა ბიზნესის სფეროში განათლება, როდესაც დავაარსე კომპანია, თუმცა, ეს ძალიან მჭირდებოდა. თუ თქვენც საკმარისის სურვილი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება და ისწავლოთ ძალიან ბევრი რამ სწრაფად”.

allnews.ge