კიბეზე დახატული აშშ-ს დროშა ირანის უნივერსიტეტში ქართველმა ჟურნალისტებმა გააპროტესტეს

0
26
კიბეზე დახატული აშშ-ს დროშა ირანის უნივერსიტეტში ქართველმა ჟურნალისტებმა გააპროტესტეს

ირანის ისლამური სახელმწიფოს ხაბარის უნივერსიტეტი, რომელიც 18 წელია არსებობს და სადაც 5 000-მდე მომავალი ჟურნალისტი სწავლობს, ქართველ ჟურნალისტებს მასპინძლობდა, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოში მედია ტურით იმყოფებიან.

ხაბარის უნივერსიტეტში ლექტორმა მოჰამედ როჰანმა, რომელიც ირანის კულტურისა და პრესის ინსტიტუტის დირექტორია, ასევე ირანში 5 წამყვანი მედია საშუალების მენეჯერია ქართველ ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

ხაბარის უნივერსიტეტში სტუმრად მისულ ქართველ ჟურნალისტებს, უნივერისტეტის კიბეზე ძირს დახატული ამერიკის დროშა დახვდათ, რომელიც ფეხით სიარულისგან თითქმის გაცრეცილი იყო, რასაც ქართველი ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა.

მოჰამედ როჰანმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არის უნივერსიტეტის შემოსასვლელში ამერიკის დროშა ძირს კიბებზე დახატული და არის თუ არა ალტერნატიული შემოსასვლელი იმ ადამიანებისთვის ვისაც შეიძლება არ სურს ფეხი დააბიჯოს აშშ-ს დროშას, მაგალითად ჩვენთვის? ლექტორმა უპაუხა, რომ უნივერისტეტის კიბეზე ძირს დახატულ დროშა მისთვისაც მიუღებელია.
„ეს სხვადასხვა პერიოდში გააკეთა ვიღაცამ, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამას არ ვეთანხმები.

_ მაშინ რატომ არ გადაღებეთ?

_ დღესვე გადავცემ თქვენს წინადადებას რექტორს. მე ვერ შევამჩნიე და თქვენ როგორ ნახეთ? ახალი მთავრობა რომ მოვიდა, მას სხვა დადებითი მიდგომები აქვს, მაგრა არიან ადამიანები რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ… დარწუმებული იყავით ამას გადავცემ რექტორს და ეს აქ არ დარჩება.

_ ბატონო მუჰამედ, იგივე რეაქცია გვექნება ქართველ ჟურნალისტებს ამერიკაში რომ ჩავიდეთ და ირანის ისალმური სახელმწიფოს დროშა ძირს კიბეზე დახატული ვნახოთ, რომელზე ვიღაცეები ფეხით დადიან. დროშა არის სიმბოლო…“

პ.ს. შეასრულებენ თუ არა პირობას და წაშლიან თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების დროშაც ხაზარის უნივერსიტეტის კიბეებიდან, ამას დრო გვიჩვენებს.

წყარო: ipress.ge

[wpolling id=”12″ width=”” height=””]