2015 წლის მე-4 კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 15.1 მლრდ ლარი შეადგინა

0
34
2015 წლის მე-4 კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 15.1 მლრდ ლარი შეადგინა

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის მე-4 კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 15.1 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 7.4 მლრდ ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ 2015 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 82.4%, საშუალო ბიზნესი – 9.2 % და მცირე ბიზნესი – 8.4%.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში, კერძოდ, მსხვილი ბიზნესი – 80.3%, საშუალო ბიზნესი – 10.3 %ი და მცირე ბიზნესი – 9.4 %.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 12.7 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 7.2 მლრდ ლარი შეადგინა.

საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 73.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი 8.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 18.1 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც, კერძოდ, მსხვილი ბიზნესი – 82.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9.5 პროცენტი და მცირე ბიზნესი – 8.5 პროცენტი.

საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584.5 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.4 პროცენტი ქალია, ხოლო 59.6 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 61.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 16.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 22.7 პროცენტი.

მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც, კერძოდ, ქალების შემთხვევაში – მსხვილი ბიზნესი – 57.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 17.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 25.5 პროცენტი.

ხოლო კაცების დასაქმების შემთხვევაში სტატისტიკა ასე გამოიყურება: მსხვილი ბიზნესი – 64.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15.2 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 20.8 პროცენტი.

საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 564.2 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი – კაცი.
დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 63.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი = 16.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 20.5 პროცენტი.

დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც, კერძოდ, ქალების შემთხვევაში – მსხვილი ბიზნესი – 58.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 17.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 24.0 პროცენტი.

რაც შეეხება კაცებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: მსხვილი ბიზნესი 66.5 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 18.0 პროცენტი.

საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე 1779.5 მლნ. ლარი შეადგინა, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი – 74.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 14.3 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 11.6 პროცენტი.

საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნესსექტორში 961.1 ლარი შეადგინა, მათ შორის ქალების – 1044.6 ლარი.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1223.3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 914.4 ლარი, მცირე ბიზნესი – 597.4 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით, კერძოდ, “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” – 48.4 პროცენტი, “დამამუშავებელი მრეწველობა” – 11.7 პროცენტი, “ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა” – 10.2 პროცენტი, “მშენებლობა” – 8.3 პროცენტი, “კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა”- 6.5 პროცენტი.

საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს “დამამუშავებელი მრეწველობა” და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: “დამამუშავებელი მრეწველობა” – 22.3 პროცენტი, “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” – 18.6 პროცენტი, “მშენებლობა” – 17.6 პროცენტი, “ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა” –-14.1 პროცენტი, “ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა” – 8.9 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით – “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” – 24.5 პროცენტი, “დამამუშავებელი მრეწველობა” – 14.1 პროცენტი, “მშენებლობა” – 11.1 პროცენტი, “ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება” – 10.2 პროცენტი, “ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა” – 10.0 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილებაში, თუმცა დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაშიც პირველ ადგილზეა “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით – “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” – 27.2 პროცენტი, “ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება” – 18.9 პროცენტი, “დამამუშავებელი მრეწველობა” – 12.2 პროცენტი, “ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა” – 9.6 პროცენტი, “სასტუმროები და რესტორნები” – 8.0 პროცენტი.

დასაქმებულ კაცთა მთლიან რაოდენობაში აგრეთვე პრევალირებენ “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: “ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი” – 22.6 პროცენტი, “მშენებლობა” – 17.0 პროცენტი, “დამამუშავებელი მრეწველობა” – 15.3 პროცენტი, “ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა” – 12.8 პროცენტი, “ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა” – 10.1 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 73.2 პროცენტი, აჭარა – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.9 პროცენტი, იმერეთი – 4.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 65.4 პროცენტი, ქვემო ქართლი – 8.5 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.2 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.8 პროცენტი. იმერეთი – 4.3 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 65.5 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი, იმერეთი – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.1 პროცენტი.

მცირედ განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის რეგიონების მიხედვით განაწილებაში, დასაქმებული ქალები: .თბილისი – 68.2 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.8 პროცენტი, იმერეთი – 6.6 პროცენტი, ქვემო ქართლი – 4.7 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი.

დასაქმებული კაცები: თბილისი – 63.7 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.2 პროცენტი, იმერეთი – 7.0 პროცენტი, ქვემო ქართლი – 6.2 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.5 პროცენტი.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]