6 პროფესიული წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში

0
25
6 პროფესიული წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში

წიგნი ცოდნის წყაროა, ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. კითხვა ანვითარებს ადამიანს და ზრდის მის შესაძლებლობებს, ცოდნას.

კითხვა დაგეხმარებათ გადახვიდეთ კარიერის უფრო მაღალ საფეხურზე. ამისთვის არსებობს პროფესიული ლიტერატურა. გთავაზობთ 6 საუკეთესო წიგნს, რომელიც დაგეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში:

1. “The Pathfinder: How to Choose or Change Your Career for a Lifetime of Satisfaction and Success” ავტორი: Nicholas Lore

პირველი გამოცემა 1998 წელს გამოქვეყნდა და სწორედ იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი ვინც სამუშაოს ძიებაშია. ეს არის გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ წარმატება და კეთილდღეობა.

2. “Business Adventures: Twelve Classic Tales From the World of Wall Street” ავტორი: John Brooks

ამ წიგნზე ბილ გეიტსმა თქვა, რომ არასდროს წაუკითხავს უკეთესი ბიზნეს ნაშრომი. ორიგინალი 1969 წელს გამოქვეყნდა და შეიცავს Wall Street-ის ფინანსურ ისტორიებს, სავაჭრო ფონდის მარცხსა თუ გამარჯვებას.

3. “Unlimited Power: The New Science of Personal Achievement” ავტორი: Tony Robbins

ავტორი მკითხველს ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნის საკუთარი თავის და შესაძლებლობების გაუმჯობესების გზებს, თუ როგორ გავხდეთ ლიდერი, თავდაჯერებულები. გვაცნობს 5 ძირითად გზას კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი 1987 წელს გამოქვეყნდა, დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

4. “How to Win Friends and Influence People” ავტორი: Dale Carnegie

ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი წარმატების მიღწევის გზაზე, რომელიც გვასწავლის ყველაზე მთავარს – ურთიერთობებს.

5. “7 Habits of Highly Effective People” ავტორი: Stephen Covey

პირველი გამოცემა (1990 წელი) მთელი მსოფლიოს მასშტაბით 25 მილიონი გაიყიდა. მიზეზი მარტივია, სტეფან კოუვი გვასწავლის ტექნოლოგიებს, თუ როგორ გავხადოთ სხვები წარმატებულები.

ავტორი აგრეთვე საუბრობს დროის მენეჯმენტზე, პროდუქტიულობასა და პოზიტიურ აზროვნებაზე.

6. “Think and Grow Rich” ავტორი: Napoleon Hill

ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ აუცილებლად, თუ კი გსურთ წარმატება და სიმდიდრე. ეს 1930 წლის კლასიკა, დიახ, წიგნი რომელსაც ჩვენი ბებიები და ბაბუები ეუფლებოდნენ აქტუალურია თანამედროვეობაში და გვიზიარებს მდიდარი ადამიანების წარმატების მიღწევის გზებს.

მაშ ასე, ეს არის წიგნები, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიურ ერაშიც პოპულარული და რეკომენდირებულია.

იკითხეთ და გახდით წარმატებულები!

[wpolling id=”12″ width=”” height=””]