ვითიბი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

0
133
ვითიბი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. ბანკსა და  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება უკვე შედგა, რომლის თანახმადაც ბანკი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა.

დადებული ხელშეკრულება ორ წლიან სპონსორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფიქსირებული თანხის გარდა, კონტრაქტში გათვალისწინებულია შედეგზე ორიენტირებული დამატებითი თანხა, რომელიც განისაზღვრება 2016 – 2017  წლებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში, საქართველოს ნაკრების მიერ, დაგროვილი ქულების მიხედვით.

„დღეს  ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის სპონსორულ პროექტებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები შეემატა. ქართული ფეხბურთის მდიდარი ტრადიციები ჩვენთვის, როგორც ყველა ქართველისთვის ეროვნული სიამაყის და მიღწევების სიმბოლოდ იქცა, ბევრისთვის მისი სიყვარული ბავშვობიდან იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება. დღეს ყველა თანხმდება, რომ ფეხბურთს ქვეყნის და საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება,  ამას ფეხბურთის განვითრების სახელმწიფო პროგრამაც ადასტურებს, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევა მომავალი მიღწევების მომტანი გახდება. ვითიბი ბანკის მიერ ფეხბურთის მხარდაჭერა ითვალისწინებს შემდეგს: ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას,  ფეხბურთის პოპულარიზაციის პროექტის მხარდაჭერას, საბავშვო და მინი ფეხბურთის განვითარებას. ამის გარდა ნაკრების შედეგებზე ორიენტირებული დამატებითი დაფინანსებაც არის გათვალისწინებული, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის  მხარდაჭერა  დიდი წარმატების დასაწყისი გახდება“, – განაცხადა „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

ვითიბი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორს. ბანკს, რომელიც დღეიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერი იქნება. ამ ეტაპზე ჩვენთვის დიდი პატივია წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც აქვს სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანოს ფეხბურთის მიმართულებით დაფინანსებაში. თანამედროვე ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით აქტივობას და ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა წარმატებული იქნება როგორც ეროვნული ნაკრებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის“, – აცხადებს ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ვითიბი ბანკი ტრადიციულად სპორტის აქტიური მხარდამჭერია, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გარდა, წყალბურთის ეროვნული ნაკრების, ტანვარჯიშის ფედერაციის, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის და სხვა სპორტული გუნდების გენერალური სპონსორია.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

წყარო: GBC