გიორგი პაპუაშვილი, შესაძლოა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პირველი ნომერი იყოს

0
21
გიორგი პაპუაშვილი, შესაძლოა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, შესაძლოა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პირველი ნომერი იყოს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალაგაზრდა ადვოკატების” თავმჯდომარემ, არჩილ კაიკაციშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

კაიკაციშვილის ინფორმაციას, რომ პაპუაშვილს “ნაციონალური მოძრაობა” სიის პირველ ნომრად ამზადებს, თავად პარტიაში “გურია ნიუსს” არ დაუდასტურეს.

როგორც პარტიის პრესსამასახურში აცხადებენ, ჯერჯერობით სიის ფორმირება არ მომხდარა.

“არცერთ შესაძლო კანდიდატზე, რომლებზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის სიის პირველი ნომერი შეიძლება იყოს, არ ვადასტურებთ, რადგან ჯერჯერობით სიის ფორმირება არ მომხდარა”, _ აცხადებენ პარტიაში.

“გურია ნიუსი” ცდილობს აღნიშნული ინფორმაცია თავად გიორგი პაპუაშვილთანაც გადაამოწმოს. დაკავშირების შემთხვევაში მის პოზიციასაც შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პირველი ნომერი, შესაძლოა, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იყოს, თუმცა არც პარტიაში და არც რულოვსი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

 წყარო: gurianews.ge
[wpolling id=”12″ width=”” height=””]