კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა

0
26
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის  საბჭოს წევრად კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაზე მხარდაჭერა 81 -მა დეპუტატმა დააფიქსირა, არც ერთი წინააღმდეგი არ ყოფილა.

გვენეტაძემ სებ-ის საბჭოში გიორგი ქადაგიძის ადგილი უნდა დაიკავოს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ამოეწურა. ამით საბჭო სრულად დაკომპლექტება

კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან, Galt and Taggart-ში მრჩევლად მუშაობს, 2002-2015 წლებში  კი ის უფროსი ეკონომისტი იყო  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური  აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძეს 2001-2002 წლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, 2000-2001 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]