ღვინო ახალგაზრდებისთვის – ბაზარზე ახალი ბრენდი ,,იკანო” გამოჩნდა

0
111
ღვინო ახალგაზრდებისთვის - ბაზარზე ახალი ბრენდი ,,იკანო” გამოჩნდა

საზოგადოდ აღიარებულია, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ქართველების ცნობიერებაში ღვინოს ოდითგანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა, გავლენა იქონია ქართველების ფილოსოფიაზე, მუსიკასა და არქიტექტურულ მოტივებზე.
ქართული ღვინო წლებია მსოფლიო ბაზარზე დიდი პოლულარობით სარგებლობს და მოთხოვნაც საგრძნობლად იზრდება. ქართული ღვინის ბაზარზე თავს იმკვიდრებენ ახალი კომპანიები, რომლებიც უნიკალური თავისებურებებით გამოირჩევიან.
თამამი ნაბიჯითა და განსხვავებული ვიზუალით გამოჩნდა ღვინის ახალი ბრენდი ,,იკანო”, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც ბოთლებში ჩამოისხა. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანია ,,იკანოს” წარმომადგენელ მათე აბესაძესთან.

– როდის შეიქმნა კომპანია?
– პირველად ღვინის ბაზარზე ,,იკანო” 2015 წელს გამოჩნდა. წლის ბოლოს კი დაიწყო დისტრიბუცია სუპერმარკეტებსა და ჰორეკაში. კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა კადრებით, რომლებიც ინოვაციურად უდგებიან ბიზნესის მართვას და ცდილობენ ღვინის ბაზრის განვითარებას.
საქართველოს ღვინის დიდი ისტორია აქვს, თუმცა გარემო ცვალებადია და მოითხოვს სიახლეებს სწორედ ეს სიალეა ,,იკანო”.

– რა არის კომპანიის მიზანი, რა სეგმენტზეა ,,იკანოს” ღვინო გათვლილი?
– როდესაც ბრენდი იქმნებოდა კვლევა ჩავატარეთ აღმოჩნდა, რომ საქართველოში წელიწადში 66 მლ. ლიტრ ღვინოს მოიხმარდნენ. აქედან, მხოლოდ 2 მლ. ლიტრ ბოთლის ღვინოს. გავარკვიეთ ისიც, რომ 18-დან 40 წლამდე ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარს თითქმის არ სვამს ღვინოს.
ჩატარებული კვლევის მიხედვით მივხვდით, რომ კონკურენტულ ბაზარზე სრულიად განსხვავებული პროდუქტი უნდა შეგვექმნა, რომელიც 18-დან 40 წლამდე ადამიანთა კატეგორიას დაახლოვებდა ღვინოსთან.
ახალგაზრდების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ღვინოს ბევრი სტერეოტიპი ჰქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ,,იკანოს” ღვინოს მოეშორებინა ყველა ის სტერეოტიპი, რომელიც ქართული ღვინის ბაზარზე არსებობს, ამიტომ გადავწყვიტეთ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ურთიერთობა ღვინოსა და მომხმარებელს შორის.
,,იკანოს” სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ ბოთლს საცობის მაგივრად ხრახნილიანი გასახსნელი აქვს, ასევე არის მხოლოდ ოთხი სახეობა, სახელად კი ყურძნის ჯიშების ნაცვლად ფერები ჰქვია _ წითელი, ლურჯი, ყვითელი და მწვანე ,,იკანო”.

– გაგაქვთ თუ არა ღვინო ექსპორტზე, ყურძენს ყიდულობთ თუ იმპორტს აწარმოებთ?
– ჯერ-ჯერობით ,,იკანოს” ექსპორტზე არ გასულა, მხოლოდ საქართველოში იყიდება. ყურძენი კი ადგილობრივია. გვაქვს საკუთარი ვენახები, ასევე ადგილობრივი ფერმერებისგანაც ვყიდულობთ.

– რა ჯიშის ყურძნისგან ამზადებთ ღვინოს?
– მარკეტინგულ კომუნიკაციაში ,,იკანო” ღვინის ტექნოლოგიაზე აქცენტს არ აკეთებს, ყურძნის ჯიშებზე და ა.შ. იმ დეტალებზე, რაც ხშირად აბნევს მომხმარებელს. დავუშვებთ გამონაკლისს და გეტყვით, რომ ოთხივე ,,იკანო” არის ქართული და ევროპული ჯიშების კუპაჟი და ევროპულადაა დაყენებული.
წითელი ,,იკანო” საფერავი-კაბერნე, ლურჯი ,,იკანო” საფერავი-მერლო, ყვითელი, `იკანო” რქაწითელი-შარდონე, მწვანე ,,იკანო” ცოლიკოური-სოვინონ ბლანი. ,,იკანოს” ღვინო როგორც ქართული, ასევე უცხოური ყურძნის ჯიშებით იწარმოება.”

– როგორ ფიქრობთ გაუწევს ,,იკანოს” ღვინო სხვა ღვინის კომპანიებს კონკურენციას?
– ,,იკანომ” მოახერხა და უკვე შექმნა ახალი კატეგორია ღვინის ბაზარზე. ჯერ-ჯერობით კონკურენტები არ გვყავს, თუმცა, ეჭვი გვაქვს მალე შემოვლენ კონკურენტი კომპანიებიც.
,,იკანო” ძალიან ჰგავს თავის მომხმარებელს, მასთან ურთიერთობა მარტივია, ამიტომ მალე შეგვიყვარეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გრძელვადიანი და მტკიცე იყოს.

გვანცა გიორგაძე

[wpolling id=”12″ width=”” height=””]