დავით ოქიტაშვილის აზრით, ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა, გაიგოს რა აწუხებს მოსახლეობას, მისასალმებელია

0
9
დავით ოქიტაშვილის აზრით, ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა, გაიგოს რა აწუხებს მოსახლეობას, მისასალმებელია

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალ ალიანსის“ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვას და იმის დაფიქსირებას, თუ რა პრობლემები დგას მის წინაშე. გამოკითხვის შედეგები დაეხმარება „გლობალ ალიანსსა“ და სამინისტროს, რეფორმირებისას ზუსტად გაითვალისწინონ მოსახლეობის მოსაზრებები.

კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა ჯანდაცვის სფერო ერთ-ერთ ყველაზე მოწესრიგებულ სისტემად დაასახელა და მოსახლეობის გამოკითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მოსახლეობის აზრი არის მთავარი და ის მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ახსენდებოდეთ. ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაცია და მცდელობა, ახლოს იყოს მოსახლეობასთან, ძალიან კარგია. მთლიანი მოსახლეობის აზრია გასათვალისწინებელი და არა რამდენიმე ადამიანის.“

ოქიტაშვილის აზრით, ბოლო წლებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა:

„C ჰეპატიტით დაავადებული 3000 ადამიანიდან 2700 განიკურნა, ზოგადად, მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია, საავადმყოფოებში უკვე მოწესრიგებულია მდგომარეობა სერვისების, სისუფთავის, კვების მხრივ. ეს ყველაფერი დღევანდელი ხელისუფლების მიღწევაა და ჯანდაცვის სამინისტროს ამისათვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.“