5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში

0
76

სად მდებარეობს ყველაზე ძვირადღირებული სახლები მსოფლიოს მასშტაბით? ვინ არიან მათი მფლობელები და რა ღირს თითოეული მათგანი? ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიიდან მიიღებთ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გამოცემის, Forbes-ის მიხედვით არის მომზადებული.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის აღწერას : 

ანტილია, მუმბაი, ინდოეთი

მფლობელი – მუკეშ ამბანი.

ღირებულება – 23.9 მილიარდი დოლარი.

27 სართულიან უზარმაზარ კომპლექსს, რომლის მშენებლობისთვის 1 მილიარდზე მეტი დაიხარჯა, გავრცელებული ინფორმაციით 600-ზე მეტი ადამიანი ემსახურება. სწორედ არის ის ყველაზე ძვირადღირებულისახლი მსოფლიოში.

ვილა ლეოპოლდა, სან-მერი, საფრანგეთი

მფლობელი – ლილი საფრა

შეძენის ფასი – 750 მილიონი ევრო

ცნობილია, რომ ამ უზარმაზარი, მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსის შეძენა 2008 წელს რუს მილიარდერს, მიხეილ პროხოროვს სურდა, თუმცა მან საწადელს ვერ მიაღწია…

ფეირ ფიელდი, ნიუ ნიორკი

მფლობელი – ირა რენერტი, ფლობს 6 მილიარდს

სახლის ღირებულება – 248.5 მილიონი

სამრეწველო ბიზნესში მოღვაწე  მილიარდერის, ირა რენერტის, ეს უზარმაზარი სახლი 29 საძინებლისგან, 39 აბაზანისგან და სამი საცურაო აუზისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ მას შენობაში საკუთარი ელექტროსადგურიც კი აქვს.

უან ჰიუდ პარკი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

მფლობელი – უცნობი

საბაზრო ფასი – 237 მილიონი (2014 წლის მონაცემებით)

ვინ არის ამ ძვირადღირებული სახლის დღევანდელი მფლობელი, რომელიც სახლის წინა მეპატრონემ 2011 წელს 221 მილიონად გაყიდა, Forbes-სთვის უცნობია.

კენსინგტონ პალას გარდენს, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

მფლობელი – ლაკშმი მიტალი

ღირებულება – 16.6 მილიარდი

ეს სახლი ლონდონის ყველაზე მდიდრულ უბანში მდებარეობს. მაგნატი, რომელიც აღნიშნულ სახლს ფლობს, კიდევ სამი მდიდრული სახლის მფლობელია.

 

“ფორბსის” მიერ შედგენილი რეინტინგი, საერთო ჯამში, 22 საცხოვრებელ სალხს შეიცავს.

გალერეა შეგიძლიათ იხილოთ აქ :