ზუგდიდში პრემიერმა და სამეგრელოს გუბერნატორმა “რუხი მოლი” გახსნეს

0
22
ზუგდიდში პრემიერმა და სამეგრელოს გუბერნატორმა “რუხი მოლი” გახსნეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ე.წ დროებით გამყოფ ხაზთან დიდი სავაჭრო მოლი დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ გახსნეს. მოლი სამეგრელოსა და ოკუპირებუი აფხაზეთის მოსახლეობას მოემსახურება, რომელიც მათ ეკონომიურ მდგომარეობას წინ წასწევს. მოლთან ერთად გამყოფ ხაზთან ფუნქხიონირებს მომსახურების ცენტრი და საბანკო მომსახურების ოფისები. სავაჭრო მოლი არც ახალგაზრდებს დატოვებს უკმაყოფილოდ და მათთვის გასართობი ცებტრი და სწრაფი კვების ობიექტებიც გაიხსნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ გამყოფ ხაზთან სავაჭრო ცენტრ მოლის აშენება. ამას აქვს სხვა დატვირთვაც. კარგად იცით რომ გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სოციალური პრობლემები, დადიან ლილო მოლში და იქიდან მოაქვთ საქონელი. ეს ყველაფერი ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოლის აშენების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება. აქ დასაქმდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ის ადამიანები რომლებიც დროებით გამყოფ ხაზს გადმოკვეთენ. ისინი ფაქტიურად შეძლებენ 600-700 ლარის ეკონომიას, რაც დამერწმუნებით რომ ცოტა ნამდვილად არ არის. ეს არის მრავალფუნქციური მოლი, სადაც იფუნქციონირებს მომსახურების სააგენტოც, იქნება ასევე საბანკო და ავტომომსახურება, ასევე ახალგაზრდული ცენტრი და ბევრი რამ”,

-აცხადებს სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო კომპანია “საპარტნიორო ფონდმა” ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ააშენა. სავაჭრო ცენტრის საერთო ფართობი 5 ჰექტარს შეადგენს, ფონდმა მასზე ათი ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობები ააგო.

სავაჭრო ცენტრი “რუხი მოლი” შედგება ღია ტიპის ბაზრის, ჰიპერმარკეტის, ფოსტის, საზოგადოებრივი ცენტრისა და სხვა სივრცეებისგან. სავაჭრო ცენტრის მშენებელობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარის ბოლოს დასრულდა. წინასწარი პროგნოზებით სავაჭრო ცენტრში ათასამდე ადამიანის დასაქმდებაა ნავარაუდევი.