საქართველოში განათლების გერმანული სისტემის დანერგვა იგეგმება

0
88
საქართველოში განათლების გერმანული სისტემის დანერგვა იგეგმება

საქართველოში განათლების რეფორმის განხორციელება იგეგმება. ამ თემასბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზეპრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო.

მისი თქმით, ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა და იგეგმება გერმანული მოდელის დანერგვა, რომელიც მუშაობს და ძალიან ეფექტიანია გერმანიაში დაარამხოლოდ გერმანიაში.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რაში მდგომარეობს განათლების გერმანული სისტემის პრინციპი.

გერმანია 16 მიწად არის გაყოფილი. აღნიშნულ მიწებზე განათლების სისტემები გარკვეულწილად განსხვავებულია. მაგალითად, ზოგიერთ მიწაზე სწავლა 12 წელი გრძელდება, დანარჩენებზე კი – 13 წელი.

პირველი საფეხურია საბავშვო ბაღი 3 წლიდან 6 წლამდე (Kindergarten).

მეორე საფეხური – 4 წლის განმავლობაში მოსწავლეები საბაზისო სკოლაში ერთად სწავლობენ (Grundschule). 4 წლის შემდეგ კი ხდება გამოცდის ჩაბარება და მოსწავლეები ქულების მიხედვით გადანაწილდებიან გერმანიის სამი კატეგორიის სკოლაში.

საუკეთესო ნიშნების მქონე ბავშვები გიმნაზიაში (Gymnasium) გადადიან სასწავლებლად, მაგრამ, თუკი მათი შეფასებები არადამაკმაყოფილებელია, ბავშვები აგრძელებენ სწავლასრეალშულეში (Realschule – სიტყვასიტყვით, ნამდვილი სკოლა) ან ჰაუპტშულეში (Hauptschule- სიტყვასიტყვით, მთავარი სკოლა).

გიმნაზიაში სწავლა 8 ან 9 წელი გრძელდება. გიმნაზიაში ბავშვები სხვადასხვა საგნებსშეისწავლიან, სწავლების სტილი აკადემიური და მაღალი დონისაა, შესაბამისად, უფრო რთულიც. გიმნაზიაში სწავლის დასასრულს, ბარდება გამოცდები და მოსწავლეს აქვს უფლება უნივერსიტეტში ჩააბაროს. გიმნაზიას გერმანელი კონსერვატორები სკოლისსაუკეთეს ფორმად თვლიან, თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ გიმნაზიის წარმატებაჰაუპტშულეს (Hauptschule) სისუსტის ფონზე უფრო ჩანს.

არსებობს მოსაზრება, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების უფლება მხოლოდ მათ აქვთ,  ვისაც გიმნაზია აქვს დამთავრებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მოსწავლე უნივერსიტეტში სწავლისათვის გაცილებით უკეთ არის მზად, ვიდრე სხვა სკოლის დამთავრების შემთხვევაში.

რეალშულე (Realschule) დონით მეორე სკოლის ფორმაა გერმანიაში. გერმანიის ზოგიერთ მიწაზე რეალშულეს ობერშულეს (Oberschule) ან სეკუნდარშულეს (Sekundarschule)  უწოდებენ.რეალშულეს მოსწავლეები სკოლას ძირითადად 16-17 წლის ასაკში ამთავრებენ. მისი დამთავრების შემდეგ უფლება აქვთ, სწავლა გააგრძელონ პროფესიულ გიმნაზიაში, ანპრაქტიკული ცოდნა მიიღონ პროფესიულ კოლეჯში (Berufskolleg). გიმნაზიასთანშედარებით, რეალშულე უფრო მეტი ტექნიკური უნარებისა და ცოდნის განვითარების საშუალებას ილევა.

Hauptschule-ში მოსწავლეები იგივე  საგნებს სწავლობენ, რასაც გიმნაზიასა და რეალშულეში,თუმცა სწავლის ტემპი აქ გაცილებით დაბალია. მოსწავლეები Hauptschule-ს დაახლოებით 15-დან 17 წლამდე ამთავრებენ, რის შემდეგაც შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა Berufsfachschule-ში (ბერუფსფახშულე), სადაც კონკრეტულ პროფესიებს დაეუფლებიან. ასევე, თუკი მოსწავლეს ჰაუპტშულეს დამთავრების შემდეგ მაღალი ქულები ექნება, მას აქვს უფლება,რეალშულეში ან გიმნაზიაში გააგრძელოს სწავლა.

გერმანიის მთავრობა რეალშულესა და გიმნაზიაზე მეტად ჰაუპტშულეს აფინანსებს, სადაც განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების, რელიგიის, სოციალური კლასებისა და შესაძლებლობების ადამიანები უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი.

წყარო