რატომ ახდენს განსხვავებულ ზემოქმედებას მარიხუანა ქალსა და კაცზე

0
55
რატომ ახდენს განსხვავებულ ზემოქმედებას მარიხუანა ქალსა და კაცზე

კანაფის რეგულარული მომხმარებლების გამოკითხვის შედეგად ბევრი რესპოდენტი აღნიშნავს რომ  ქალებმა უფრო დიდი რაოდენობის მარიხუანა უნდა მოიხმარონ რომ მათზეც იგივე ეფექტი ქონდეს როგორიც მამაკაცებზე აქვს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ მარიხუანა კაცზე და ქალზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მაგრამ საკვირველი ის არის რომ ამ თემაზე კვლევებიც კი მიმდინარეობს.

მარიხუანის ფსიქოაქტიური კომპონენტების მიმართ ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან და დროთა განმავლობაში უფროდაუფრო ადვილად უმკლავდებიან ნივთიერების ზემოქმედებას. ამ განსხვავების მთავარ მიზეზად ქალის ჰორმონალური სისტემა ითვლება.  ვაშინგტონის უნივერსიტეტში უკვე მიმდინრეობს კვლევები ამ თემასთან დაკავშირებით.

2014 წელს ჩაატარეს კველვა და ორივე სქესის ვირთხაზე მარიხუანას მთავარი ფსიქოაქტიური ინგრედიენტი (THC) გამოსცადეს. როგორც აღმოჩნდა ესტროგენის(მდედრობითი სქესის ჰორმონების) გამო ქალი 30 პროცენტით უფრო მგრძნობიარეა THC-ის ტკივილგამაყუჩებელი თვისებების მიმართ. მაგრამ ეს მგრძნობელობა დიდხანს არ გრძელდება.

THC-ის ამტანობა ერთადერთი განხსვავება არ არის მარიხუანის ქალ და მამაკაც მომხმარებლებს შორის. არსებობს მინიმუმ 85 კანაბინოიდი, რომლებიც განსხვავებულად ზემოქმედებენ ორივე სქესზე.

მაგალითად მამაკაცებს უფრო ხშირად უღვივდებათ მადის შეგრძნება ვიდრე ქალებს. ამ უკანასკნელებს კი გონების მხედველობით-სივრცული ორიენტაციის დაქვეითება ახასიათებთ. ასე რომ მარიხუანას მიზეზით გამოწვეული მეხსიერების პრობლემები ქალებში უფრო არის გავრცელებული.

მცირე დოზით მიღების შემთხვევაში კანაფი ლიბიდოს ამაღლებას უწყობს ხელს, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში კი საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს.