რა გავლენას ახდენს ვალუტის კურსი ჩვენს ცხოვრებაზე?

0
22
რა გავლენას ახდენს ვალუტის კურსი ჩვენს ცხოვრებაზე?

ახლა ოცდამეერთე საუკუნეა, ხანა, რომელშიც არაფერი ხდება ფულის გარეშე. ფულია საჭირო კვებისთვის, სწავლისთვის და ზოგადად – ცხოვრებისთვის. თუ შეიძლება ფულს საგანი ეწოდოს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საგნის გარეშე ადამიანს ყველაზე კარგ შემთხვევაში სიცოცხლე გაუჭირდება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ვერც კი იცოცხლებს. ეს მატერიალი უამრავ დეტალზეა დამოკიდებული. ეს დეტალები მას ხშირად უფრო ძვირფასს, ხან კი შედარებით იაფფასიანს ხდის. ალბათ მიხვდით რაზეც მაქვს საუბარი – კონკრეტული ვალუტა შეიძლება გაუფასურდეს, ან უფრო ძვირადღირებული გახდეს. ზოგადად, ფულის „ფასის“ მოძრაობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ყველაზე მეტად კი ეს კონკრეტული ქვეყნის მდგომარეობით განისაზღვრება. ლოგიკურია, ჩნდება კითხვა: რა იგულისხმება ქვეყნის მდგომარეობაში? პასუხი ძალიან მარტივია: ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, საშინაო და საგარეო ვაჭრობები, შემოსული და გასული საქონლის რაოდენობა, ურთიერთობა მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებთან და ასე შემდეგ. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებითაც განისაზღვრება ამა თუ იმ ქვეყნის ვალუტის კურსი  .

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ ვალუტა ძალიან მგრძნობიარე რამაა. პატარა არეულობამ ქვეყნის შიგნით, შეიძლება გამოიწვიოს ამ ქვეყნის ვალუტის ფასის დაცემა. ან პირიქით, რაღაც მომენტში ქვეყანა შესაძლოა წინ წავიდეს, რასაც ვალუტის მკვეთრი ან არამკვეთრი ზრდა მოყვება. ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მთავრობის დანიშნულებაა ქვეყნის ვალუტა რაც შეიძლება მყარი იყოს სხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში. რა შედეგს მოიტანს ეს? ეს გამოიწვევს იმას, რომ უცხოეთიდან შემოსული საქონელი უფრო იაფი იქნება, შედეგად კი მოსახლეობას საშუალება მიეცემა მიიღოს მეტი მომსახურება ნაკლებ ფასად. ეს, ლოგიკურია, რომ საბოლოოდ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ ქვეყნის შიგნით ცხოვრება უფრო მარტივი და კომფორტული იქნება.

მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ ქართული ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. რა გამოიწვია ამან? უცხოეთიდან შემოსული (და არა მარტო უცხოეთიდან შემოსული) პროდუქტისა და მომსახურებების ფასებმა საგრძნობლად იმატა, რამაც, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ცხოვრება გაართულა.

სტატია მომზადებულია Sesxebi.com.ge -ს მიერ!