რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეთანხმებას მიაღწიეს

0
68
რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთის მინ-ენერგოს მეთაური ალექსანდრ ნოვაკი, საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრი ალი ალ ნაიმი და ოპეკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში ნავთობის ორმა უდიდესმა მწარმოებელმა მოპოვების შეზღუდვა გადაწყვიტა. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის იანვარში წარმოებული ნავთობის საშუალო რაოდენობაც კი საკმარისი იყო .

ალ ნაიმის განცხადებით ეს პირობები ოპეკის წევრი ქვეყნებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რუსეთის და ოპეკის შეთანხმების  შესახებ,  Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე შემცირდა, ამავდროულად  გაუფასურება რუსეთის ეროვნულმა ვალუტამაც დაიწყო.

რუსეთის და საუდის არაბეთის გარდა შეთანხმებაში კატარისა და ვენესუალას წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.