ფეხბურთის ფედერაციასა და SBM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

0
23
ფეხბურთის ფედერაციასა და SBM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციასა და SBM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტული სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა , რომელსაც ხელი სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და SBM-ს დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებას ერთობლივად განახორციელებენ. წლევანდელი გათამაშება სტარტს 14 მარტს აიღებს და 8 გუნდიანი ფორმატით , ერთ წრედ გაიმართება.

ლევან კობიაშვილი : „ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების ფადაწყვეტილება უმოკლეს ვადაში მიიღო. SBM-ს ამ სფეროში მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება აქვს და მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ფუტსალის ლიგის ორგანიზატორები სწორედ ისინი იქნებიან“

ზაალ ჩიტალაძე : „ჩემთვის პატივია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ , რომ ის დიდი გამოცდილება , რომელიც ჩვენ სააგენტოს ამ მიმართულებიტ გააჩნია , 100%-ით იქნება გამოყენებული და სფფ-თან ერთად საზოგადოებისთვის საინტერესო პროდუქტს შევქმნით.“