რუსმა ჰაკერებმა რუბლის კურსი შეცვალეს

0
32
რუსმა ჰაკერებმა ვალუტის კურსი შეცვალეს

რუსმა ჰაკერებმა ვირუსული პროგრამების გამოყენებით რუსეთის რეგიონალური ბანკის კიბერ დაცვის სისტემის გატეხვა შეძლეს და რუბლი–დოლარის გაცვლითი კურსი 15%–ით შეცვალეს. თანაც, ამისთვის სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ. ამ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოძიება უკვე დაწყებულია.

რუსმა ჰაკერებმა Corkow Trojan–ის სახელით ცნობილი პროგრამის გამოყენებით ყანაზნური Energobank–ის სისტემის გატეხვა შეძლეს. პროგრამას შეუძლია ქსელში ჩართულ ნებისმიერ კომპიუტერში გამოჩნდეს როგორც კანონიერი ფაილი ან ვებ–გვერდი და შემდეგ შეასრულოს ნებისმიერ ბრძანება. Corkow–ს ტვით განახლება შეუძლია, რაც ანტი–ვიტუსისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა. საბოლოო ჯამში ვირუსმა 250 ათასამდე კომპიუტერსა და 100–მდე საფინანსო ინსტიტუტში შეძლო შეღწევა.

კიბერ შეტევა. საერთო ჯამში, 14 წუთის განმავლობაშ გრძელდეებოდა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 55 რუბლიდან 66–მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ადასტურებს. საბოლო ჯამში, ბანკმა 244მილიონი რუბლის(3.2 მილიონი აშშ დოლარის) დანაკარგი აღიარა.

მსგავსმა ვირუსმა 2015 წლის აგვისტოშიც იჩინა თავი, როდესაც ჰაკერები რუსულ ბანკომატებს “დაესხნენ” თავს, რამაც 100 მილიონი რუსული რუბლის ზარალი მიაყება საბანკო სისტემას.