რეკლამის ხმის სიმძლავრესთან დაკავშირებით რეგულაცია წესდება

0
31
რეკლამის ხმის სიმძლავრესთან დაკავშირებით რეგულაცია წესდება

სამაუწყებლო ეთერში რეკლამის ხმის სიმძლავრესთან დაკავშირებით რეგულაცია წესდება – რეკლამის ხმის დონე მაუწყებლობის ხმის დონეს უნდა გაუთანაბრდეს.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა, რომლის მიხედვით, დაუშვებელი იქნება, რეკლამის ხმის დონე რადიო და ტელემაუწყებლობის ხმის სიმძლავრეს აღემატებოდეს ცვლილებები “რეკლამის შესახებ” კანონში შედის და ის ფრაქციამ “ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი” მოამზადა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საკითხის დაურეგულირებლობის შედეგად მომხმარებლის უფლებები ირღვევა.

“მომხმარებლის სურვილისამებრ შერჩეული ხმის სიმძლავრე რადიო და ტელემაუწყებლის ეთერში, რეკლამის მსვლელობისას მისი ნების საწინააღმდეგოდ იცვლება. აღნიშნული გათვლილია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად, თუმცა რეკლამის ხმის სიმძლავრის (დონის) ცვლილება მომხმარებლის ნების გარეშე, დისკომფორტს ქმნის და აღიზიანებს მას, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის თვალსაზრისით”, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

წყარო