საპარტნიორო ფონდმა სოფელ რუხში 15 მილიონიანი სავაჭრო ცენტრი ააშენა

0
23
საპარტნიორო ფონდმა სოფელ რუხში 15 მილიონიანი სავაჭრო ცენტრი ააშენა

“რუხი მოლი” 15 მილიონიანი სავაჭრო ცენტრია, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო კომპანია “საპარტნიორო ფონდმა” ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ააშენა. სავაჭრო ცენტრის საერთო ფართობი 5 ჰექტარს შეადგენს, ფონდმა მასზე ათი ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობები ააგო. სავაჭრო ცენტრის ოპერირება ჯერ-ჯერობით არცერთი კომპანიას არ დაუწყია.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ცენტრი შედგება ღია ტიპის ბაზრის, ჰიპერმარკეტის, ფოსტისა და სხვა და სივრცეებისგან, რომლებიც ამ დროისთვის თავისუფალია. სავაჭრო ცენტრის მშენებელობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. ფონდის პროგნოზით, სავაჭრო ცენტრში ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

უცნობია რამდენად მომგებიანი აღმოჩნდება რუხის სავაჭრო ცენტრი, ასევე უცნობია არსებობს თუ არა მოთხოვნა ზუგდიდის რაიონში მსგავსი ზომის სავაჭრო ცენტრზე.