აშშ-ში მარიხუანას გაყიდვები რეკორდული სისწრაფით იზრდება  

0
25
აშშ-ში მარიხუანას გაყიდვები რეკორდული სისწრაფით იზრდება  

 

რა ფულის შოვნა შეიძლება მარიხუანას საშუალებით ერთ წლის მანძილზე

საინვესტიციო ჯგუფი Arc View Market Research ამტკიცებს, რომ მარიხუანას ინდუსტრიის ღირებულება აშშ-ს მასშტაბით 2016 წელს 6,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2020 წლისთვის კი 22-ს მლრდ. გადააჭარბებს. ეს იმაზე მეტია ვიდრე აშშ-ში ყველაზე პოპულარული სპორტის ამერიკული ფეხბურთის მთელი ინდუსტრიის ბრუნვა.

2015 წელს Green Wave Advisors-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით აშშ-ს ორმოცდაათივე შტატში მარიხუანის ლეგალიზების შემთხვევაში 2020 წელს მთელი ინდუსტრიიის ღირებულება 35 მილიონ დოლარს მიაღწევდა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მარიხუანას გაყიდვებიდან შემოსავალმა 4,6 მილიარდი შეადგინა, ხოლო 2015-ში კი 5,4-მდე გაიზარდა.

მარიხუანის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა მსხვილმა ინვესტორმა ჯეისონ სპატაფორამ განაცხადა, რომ ფულის შოვნის მსგავსი საშუალება მომავალ წელს უფრო მოთხოვნადი  გახდება. მას იმედი აქვს რომ პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდა და ამ საქმეში უფრო დიდი თანხების გამოყენება ამერიკის მთავრობას კანონის შეცვლისკენ უბიძგებს. ჯეიმსმა ყურადღება კანაფის როგორც სამედიცინო საშუალების გამოყენებაზეც გაამახვილა.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან სტიგმატიზირებულმა მარიხუანამ გრძელი გზა განვლო. თავდაპირველად მას მთელი ამერიკის ტერიტორიაზე აფთიაქებში ყიდდნენ, დღეს კი ეს  მხოლოდ 4 შტატში და კოლუმბიის ოლქშია ნებადართული. მარიხუანას როგორც სამედიცინო პრეპარატს 23 შტატში ყიდიან. გაყიდვების რაოდენობა კი ბოლო წლების განმავლობაში დიდი სისწრაფით იზრდება და სავარაუდოდ ზრდა გაგრძელდება.

bfm.ge