აშშ-მ შესაძლოა ნავთობზე გადასახადი დააწესოს

0
22
აშშ-მ შესაძლოა ნავთობზე გადასახადი დააწესოს

აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ბარაკ ობამა ნავთობკომპანიებისთვის ახალი გადასახადის ჩადებას ითხოვს, რომელიც ბარელი ნავთობის 10 აშშ დოლარით დაბეგვრას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხები ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროგრამას მოხმარდება. აღნიშნული პროგრამისთვის წლიურად 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია გამოიყოფა.