როგორი იქნება აღმაშენებლის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ (ვიდეო)

0
90
როგორი იქნება აღმაშენებლის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ (ვიდეო)

პროექტის „ახალი ტფილისი”-ის პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან  ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია,  სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა , გამაგრდება და პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა-ნაგებობები, განახლდება გამზირის იერსახე – საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები, მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.

ამასთან, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

 

თბილისის მერია