ამერიკის სახელმწიფო ვალი მის ეკონომიკაზე გაცილებით მეტია

0
26
ამერიკის სახელმწიფო ვალი მის ეკონომიკაზე გაცილებით მეტია

ამერიკაში დიდი სისწრაფით იზრდება სახელმწიფო ვალი, რომელიც უკვე 19 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს ყველაფერი კი ქვეყანაში ახალი სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების ფონზე ხდება. ქვეყანას ორი გზა დარჩა: პირველი, უახლოეს მომავალში გაკოტრების შესახებ გამოაცხადოს.  მეორე, ამერიკის ფედერალური რეზერვის დახმარებით სახელმწიფო ვალების შესყიდვა გააგრძელოს, ანუ საკუთარი თავისგან გამოსიყიდოს ვალი, იმ დოლარებით რომლებიც არაფრით არ იქნება უზრუნველყოფილი.

German economic news იტყობინება, რომ მსოფლიოს უდიდესმა ეკონომიკამ უკვე მიაღწია რეკორდულ სახელმწიფო  ვალს, რომელიც 19 ტრილიონს აჭარბებს. ეს რაოდენობა კი ქვეყნის  ეკონომიკაზე გაცილებით მეტია.

2007 წლის დასაწყისიდან ამერიკის ვალი 9-დან 19 ტრილიონამდე გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით German economic news-მა განაცხადა.

 შორეულ პერსპექტივაში მხოლოდ გაკოტრება რჩება, ამის თავიდან ასაცილებლად კი ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა გააგრძელებს ქვეყნის სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვას.

ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა კერძო სტრუქტურაა, რომელიც დოლარის გამოშვებითაა დაკავებული, ანუ, მეორე გზით თუ წავლენ და ქვეყნის სავალე ობლიგაციებს ახალდაბეჭდილი ფულით იყიდიან პრობლემის მიზეზს უფრო გაზრდიან.

ამერიკის  ვალმა დიდი სისწრაფით ზრდა 2015 წლის ბოლოს დაიწყო, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო კი, როგორც ქვეყანაში ბოლო რამოდენომე წლის განმავლობაში ფიქსირდება, ამ ვალის ზრდას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

bfm.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]