ვახტანგ ბუცხრიკიძე: აზერბაიჯანული ბანკები ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენენ

0
88
ვახტანგ ბუცხრიკიძე: აზერბაიჯანული ბანკები ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენენ

აზერბაიჯანული ბანკების მხრიდან ლარის გაცვლით კურსზე გავლენებზე გავრცელებულ ვერსიებს ვახტანგ ბუცხრიკიძე პასუხობს.

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ისინი არიან ჩვენ  ბაზარზე ლიცენზირებული ბანკები, – „ვერ ვხედავ სხვაობას ნებისმიერი ქართული ბანკისგან. თითოეული მათგანი ქართული კანონმდებლობით, ქართული რეგულაციის ქვეშ არის მოქცეული და ქართულ ბაზარზე მუშაობს.  როგორ შეიძლება რაიმე ზეგავლენა მოახდინონ“.

ამ დროისთვის საქართთველოს ბაზარზე 3 აზერბაიჯანული ბანკია „აზერბაიჯანის განვითარების ბანკი“; „პაშა“ და “კავკასიის განვითარების ბანკი“.