რუსეთში ქართული დიასპორის ახალი ორგანიზაცია დაარსდა

0
19
რუსეთში ქართული დიასპორის ახალი ორგანიზაცია დაარსდა

რუსეთის ფედერაციის იუსტიციციის სამინისტრომ ახალი სოციალური ორგანიზაცია დაარეგისტრირა – რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ფედერალური ეროვნულ-კუტურული ავტონომიის სახელით. იგი სამმა ქართულმა რეგიონულმა ორგანიზაციამ შექმნა. ორგანიზაციის სათაო ოფისი მოსკოვში იქნება განთავსებული და მას  ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, გიორგი წურწუმია წარუძღვება.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოდან გასულ და რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, ასევე გააძლიეროს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურიერთობები.

„ქართული დიასპორა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული მსგავსი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი უძველესია. ჯერ -ჯერობით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სრულფასოვანი, ეფექტურად მომუშავე ინფრასრუქტურის შექმნაა, რომელიც რუსეთში ქართულ დიასპორას ღირსეულად წარმოაჩენს“ – განაცხადა გიორგი წურწუმიამ.

უახლოეს დღეებში ორგანიაზაცია პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს.

bfm.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]