რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი ფასიანი იქნება

0
87
რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი ფასიანი იქნება

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, გადაწყვეტილია, რომ რიკოთის არსებული მოდერნიზებული გზის ალტერნატივა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის გზა იქნება.

“ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხილვა, შესაძლოა ეს გზა ფასიანიც კი გახდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში აუცილებლად იარსებებს ალტერნატიული გზაც”, – აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.

ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება შესაძლოა 750-800 მილიონიდან 1,1 მილიარდამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტს, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ავტომაგისტრალი ჯამში 430 კილომეტრი იქნება, მისი დასრულება უახლოეს 5-6 წელიწადში იგეგმება.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]