კეთილმოწყობის სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა

0
70
კეთილმოწყობის სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

2015 წლის ანგარიშში წარმოდგენილი იყო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ასევე, ინფორმაცია გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

2015 წელს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტმა 231 785 696, 00 ლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში შეკეთდა 1 089 419,49 მ2 ფართის გზის საფარი, აქედან 802 365,48 მ2 კაპიტალურად, სულ 91 მისამართზე, ხოლო 127 538,74 მ2 ორმოული შეკეთების ფარგლებში.

ამასთან, თბილისის ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება–გაძლიერების სამუშაოები დასრულებულია 44 ობიექტზე.

გასულ წელს განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: 13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის (ჭ. ამირეჯიბის ქუჩა) სრული აღდგენა-მშენებლობა, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა – მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაყოლებაზე არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაცია, მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის აშენება, დაიწყო ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეაბილიტაცია.

თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი გზა გაფართოვდა და ოთხზოლიანი საავტომობილო კვანძი მოეწყო, ასევე, კაპიტალურად შეკეთდა თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, საგზაო სამუშაოები განხორციელდა დადიანის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), თამარაშვილის ქუჩებზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო ჭავჭავაძის გამზირზე და წყნეთის გზატკეცილზე.
კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, ლილოს დასახლებაში აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი. დაიწყო ვეტერანთა პარკში მედიათეკის მშენებლობა. განხორციელდა ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია.

დედაქალაქის მასშტაბით დაიწყო გარე-განათების ახალი ქსელის მოწყობა. მიმდინარე პერიოდში მოეწყო 1 015 ახალი განათების ბოძი და შეიცვალა 2 761,00 სანათი. სრულად შეიცვალა განათება თბილისის სატელევიზიო ანძაზე და ახალი, 194 ცალი ფლეშ-სანათი დამონტაჟდა.

აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურად ხორციელდება 11 646 457,00 მ2 – ქუჩების და მოედნების დაგვა-დასუფთავების სამუშაოები. 4 870 600 მ2 შიდა კვარტალური ქუჩებისა და ეზოების დასუფთავების სამუშაოები და 2 001200 მ2 ხევებისა და ფერდობების ყოველთვიური დასუფთავება.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]