აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

0
124
აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი - საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

კომპანია „Frontera Resources“-ის ინფორმაციას, რომ სამხრეთ კახეთში გაზის დიდი მარაგია ნაპოვნი, მეზობელ აზერბაიჯანში რეზონანსი მოჰყვა.

ადგილობრივ პრესაში გავრცელდა აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ილჰამ შაბანის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება.

მისი მოსაზრებით, „Frontera Resources“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კახეთის სამხრეთ ნაწილში ბუნებრივი აირის დიდი მარაგია აღმოჩენილი, გამოწვეულია კომპანიის სურვილით, ბაზარზე საკუთარი აქციების რეიტინგი გაზარდოს.

„აღნიშნული კომპანია ამ ტერიტორიაზე გაზს დიდი ხანია ეძებს, თუმცა გაზის რაიმე მნიშვნელოვანი მარაგი ნაპოვნი არ იყო. რაც შეეხება ახალ მარაგებს, შესაძლოა ის არსებობდეს კიდეც, მაგრამ არა იმ მოცულობით და ხარისხით. 5,3 ტრილიონი კუბომეტრი ნიშნავს, რომ ნაპოვნია „შაჰდენიზის“ ზომის 5 საბადო. როგორც ჩანს, ეს გეოლოგიური მარაგებია და უცნობია, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება. ამ შემთხვევაშიც კი, გაზს რეგიონული მნიშვნელობა არ ექნება. ამ გაზის მიწოდება მხოლოდ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს ილჰამ შაბანი.

bpn.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]