ევროპაში 10 ათასი დევნილი ბავშვი დაიკარგა

0
73
ევროპაში 10 ათასი დევნილი ბავშვი დაიკარგა

The Guardian-ის განცხადებით, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში  ჩასული დაახლოებით 10 ათასი დევნილი ბავშვი დაიკარგა. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ისინი მონებით მოვაჭრეებმა მოიტაცეს.

ევროპის პოლიციის წარმომადგენლის ბრაიან დონალდის განცხადების თანახმად, მხოლოდ იტალიაში ხუთი ათასი ბავშვი დაიკარგა, ათასობით სხვა  შვედეთში და დიდ ბრიტანეტში.

„ყველა მათგანი დამნაშავეების ხელში არ ჩავარდნილა. ზოგმა, შესაძლოა, ნათესავები იპოვეს, მაგრამ არ ვიცით ახლა სად არიან და რას აკეთებენ“ – განაცხადა მან.

დონალდმა ყურადღება გაამახვილა დევნილი ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციაზეც. ბოლო წლებში ,ევროპაში დევნილი ბავშვებით მოვაჭრეთა მთელი ქსელი გაჩნდა.

2015 წელს ევროკავშირში დევნილების დიდი რაოდენობის  შემოდინების გამო კრიზისმა იფეთქა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (MOM) მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ევროპაში მილიონზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა. დევნილები  ევროპაში ძირითადათ  ომით დაზარალებული ქვეყნებიდან ჩადიან – სირია, ერაყი, ლიბია და ავღანეთი.

გაეროს მონაცემებით, 2016 წელს მიგრაციის ტალღა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეიძლება გაორმაგდეს, ხოლო ევროკომისიის თანახმად გასამმაგდეს.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]