საზოგადოება სოციალურ კამპანიას ,,რა გაწუხებთ“  სამინისტროს მნიშვნელოვან წამოწყებად მიიჩნევს

0
19
საზოგადოება სოციალურ კამპანიას ,,რა გაწუხებთ“  სამინისტროს მნიშვნელოვან წამოწყებად მიიჩნევს

25 იანვარს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრომ საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალურ ალიანსთან“ ერთად სოციალური კამპანია ,,რა გაეწუხებთ?“ დაიწყო. ინტერნეტგვერდზე www.1505.ge ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია რამდენიმე კითხვიან გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზებისა და სასურველი ცვლილებების შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  ,,ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავსირების“ თავმჯდომარე, ლავრენტი ალანია გვესაუბრა:

,,ამ სოციალური კამპანიის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნამდვილად კარგი იდეაა. ამ წამოწყებას მივესალმები იმ კუთხით, რომ ბოლოს და ბოლოს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილერბა პოლიკლინიკურ მომსახურებაზე და ზოგადად, დაავადებების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის პირველი რგოლის გაძლიერებაზე. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლებისა და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ნაადრევი გამოვლენა და დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, როგორც პაციენტისთვის, ისე სახელმწიფოსთვის ხარჯთეფექტურობის კუთხით. სწორედ ამის შესახებ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას გამოკითხვაში. ზოგადად, მივესალმები მსგავს წამოწყებებს,“– განაცხადა ლავრენტი ალანიამ.