პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დაასახელა

0
87
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის  მიერ ადმინისტრაციისათვის შეთავაზებული 6 კანდიდატის ვინაობა დაასახელა : გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემურ ჭეიშვილი, კობა გვენეტაძე და მაია მელიქიძე.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა  ბრიფინგზე აღნიშნა, დღესვე კანდიდატები გადაეგზავნება ექსპერტებსა და შერჩევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტები კი კანდიდატებს წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების – პროფესიული განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიხედვით განიხილავენ.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მომავალ კვირას ექსპერტების მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შედგება კომუნიკაცია  და კანდიდატურები, ექსპერტთა შეფასებებთან ერთად, წარედგინება პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის ღია პროცესი ექსპერტებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.