ფონდმა “ქართუმ” თეატრების რესტავრაციისთვის ჯამში 140 მილიონ ლარზე მეტი გაიღო

0
25
ფონდმა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის ფონდმა “ქართუმ” 40 მილიონი დოლარი გამოყო. როგორც ფონდი “ქართუს”  ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, ოპერის თეატრი მათთვის გამოწვევა იყო და ძალიან დიდი ხანი ემზადებოდნენ ამ საქმისთვის.

 მისი თქმით, ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ  ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დღეიდან განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში მივიდეს. ნიკოლოზ ჩხეტიანის ინფორმაციით, ფონდი “ქართუ” საოპერო და საბალეტო წარმოდგენებსაც დააფინანსებს.

“აიპრესი” დაინტერესდა, საერთო ჯამში წლების განმავლობაში ფონდმა ქართუმ რა თანხა გაიღო თეატრების სარესტავრაციო სამუშაოებისთვის.  როგორც “ქართუდან” მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, წლების განმავლობაში, ფონდიდან ამ მიზნით 58 მილიონ 724 ათას 306 ლარი გამოყო. ამ თანხას ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაღებული თანხა – 40 მილიონი დოლარი ემატება, რაც საერთო ჯამში 143 მილიონ 724 ათას 306 ლარს შეადგენს.

აქედან, ბათუმის დრამატული თეატრის რესტავრაციისთვის 778 400 ლარია გამოყოფილი. ფონდი „ქართუს“ ინფორმაციით, ბათუმის დრამატული თეატრის რესტავრაცია 2015 წელს დაიწყო და სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

რუსთაველის თეატრის რესტავრაციისა და ტექნიკური აღჭურვილობისთვის, 2002-2005 წლებში 11 მილიონ 946 ათას 413 ლარია გამოყოფილი;

მარჯანიშვილის თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 4 მილიონ 991 ათას 758 ლარი. ( 2005-2010წ.წ);

თუმანიშვილის თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 1 მილიონ 614 ათას 422 ლარი (2002-2004 წ.წ);

დუმბაძის მოზარდმაყურებელთა სახელობის თეატრის რესტავრაცია და აღჭურვილობისთვის 4 მილიონ 336 ათას 678 ლარი ( 2005-2007 წ.წ.);

გრიბოედოვის თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 15 მილიონ 827 ათასი ლარი (2006 – 2009 წ.წ );

თავისუფალი თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 2 მილიონ 374 ათას 635 ლარი (2007-2008 წ.წ)

გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრის რესტავრაცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 2 მილიონ 31 ათასი ლარი (2007-2008წ.წ)

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქცია და ტექნიკური აღჭურვილობისთვის 14 მილიონ 824 ათასი ლარი (2000- 2011 წ.წ.)

qartuteatrebi-cr-739x428

ipress.ge