ჯორჯ სოროსი: “რუსეთისთვის ყველაზე რთული 2017 წელი იქნება”

0
13
ჯორჯ სოროსი:

რუსეთს საკმარისი ფინანსური რეზერვები აქვს. ამის შესახებ ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთს საკმაოდ სუსტი პოზიცია უკავია. მაგრამ მას აქვს საკმარისი რეზერვები, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ეყოფა“, – აღნიშნა სოროსმა.
მისივე თქმით, ყველაზე რთული წელი რუსეთისთვის 2017 წელი იქნება, ვინაიდან სწორედ ამ დროისთვის დაიწყება რეზერვების შემცვირება. ამერიკელი ფინანსისტის მოსაზრებით, შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია რუსეთის ბიუჯეტის შემცირება, რაც იმ სოციალურ პროექტებს დააზარალებს, რომლითაც ვლადიმერ პუტინი მოსახლეობაში პოპულარულია.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ვითარების გაუარესების გამო, რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა 2015 წელს 2,05 ტრილიონი რუბლი შეადგინა.

bpn.ge