ახალი სოციალური ქსელის სახელი ცნობილია

0
10
ახალი სოციალური ქსელის სახელი ცნობილია

2015 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუსახელებელი ქართული დეველოპერების გუნდი საიდუმლო პროექტზე მუშაობდა ამერიკელ ექსპერტებთან ერთად. ცნობილი იყო მხოლოდ, რომ ეს პროექტი სოციალური ქსელის პლატფორმა და ახალი ნაბიჯი იქნებოდა სფეროში.

ახლა კი, „კავკასიის ბიზნეს ვიქის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზივზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა პროექტის სახელი, ლოგო, და რამდენიმე ახალი დეტალიც.

სოციალური პლატფორმა სახელად „SPRECT” დიდი ამბიციებით დაიკვეხნის. შესაბამისად გამოკვეთილი ლოგოს ფონზე, დეველოპერები პროექტის გამოსვლისას ძლიერი ბრენდის დაპირებას იძლევიან. ასევე აღსანიშნავია სისტემის რელევანტურობა არამხოლოდ სოციალურ მედიაში, არამედ მარკეტინგშიც.

„კონტენტის მიწოდება სწორი ადამიანებისთვის სწორ დროს და სწორ ადგილას, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების ინდიკატორია დღევანდელ ბიზნესებში. ჩვენ კი ამმხრივ პატარა რევოლუციას ვგეგმავთ, ახალ სიტყვას მარკეტინგის ინსტრუმენტარში,“ განაცხადა პროექტის დირექტორმა CBW-სთან ინტერვიუში.

პროგრესული „SPRECT” ჯერ-ჯერობით იდუმალებით მოცულ სოციალურ პლათფორმად რჩება, ხოლო მეტი დეტალები მალე გადება ცნობილი. დეველოპერების თქმით, სატესტო გაშვება უახლოეს რამდენიმე თვეში იგეგმება.

for web