საშა ტერნესი: ,,ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების შეჩერება შეეძლო”

0
26
საშა ტერნესი: ,,ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების შეჩერება შეეძლო

აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის $1/2,48 ნაკლებად გაუფასურების შესაძლებლობებზე და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მექანიზმების ეფექტიანობაზე  სააგენტოს საბჭოს წევრმა საშა ტერნესმა განაცხადა.

პროკრედიტ ბანკის ყოფილმა მმართველმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  კურსის მხარდასაჭერი სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, მათ შორის დედოლარიზაციის ხელშეწყობა და  საბანკო სექტორის წახალისების ინსტრუმენტები.

ტერნესმა  აღნიშნა, რომ საბჭო არასათანადაო პირობებში, სებ-ის მხარდაჭერის გარეშე სექტემბრიდან მუშაობს უხელფასოდ, რადგან  კანონის ფარგლებში გარკვეული ინსტრუქციები აქვს დასაკმაყოფილებელი.

მუშაობენ  ორგანიზაციულ, პროცედურულ საკითხებზე, ბიუჯეტზე, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მარეგულირებელი მზად იყოს გამართული ფუნქციონირებისთვის.

ამ  დროისთვის საბჭოში,  რომლის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებულია, მასთან ერთად არიან ეფრემ ურუმაშვილი, ეკატერინე გალდავა და  ირაკლი კოვზანაძ (მთავრობის კვოტა). სებ-იდან პრეზიდენტი  გიორგი ქადაგიძე და ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია.

თავმჯდომარეა, საპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, სააგენტოს უფროსი,  პროგრეს ბანკის ყოფილი მმართველი კონსტანტინე სულამანიძე.