რომელ ქვეყანაშია მსჯავრდებულების ყველაზე დიდი რაოდენობა

0
70

ამერიკელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს მსჯავრდებულთა რაოდენობას სხვადასხვა ქვეყნებში. მაჩვენებლების მიხედვით, პირველ ადგილზე მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსჯავრდებულების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფ რუსეთის ფედერაციას.

“დღეს, აშშ–ში პატიმართა რაოდენობაბევრად აღემატება მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის მაჩვენებლებს. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, ქვეყნის მთავრობამ ციხეების აშენებისა და უფრო და უფრო მეტი მოქალაქის დაპატიმრების მაგივრად, არსებული სახსრები განათლებასა და მოზარდების დასაქმებაში უნდა დახარჯოს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება”, – ნათქვამია სენატორი სანდერსის განცხადებაში.

აქვე, უკანასკნელი კვლევის თანახმად, საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა 10 372–ს შეადგენს.

ბერნი სანდერსის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება :

 

132