2015 წელს გადაულახვადი პრობლემები დეველოპერულ ბიზნესს არ ჰქონია

0
19
2015 წელს გადაულახვადი პრობლემები დეველოპერულ ბიზნესს არ ჰქონია

საინვესტიციო-დეველოპერული კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ საინვესტიციო პროექტების ხელმძღვანელი  თორნიკე ჯანაშვილი 2015 წელს დეველოპერულ ბაზარზე მიმდინარე მოვლენების მცირე რეზუმეს გვთავაზობს და ამბობს რომ:

  „ზოგადად, პოზიტიური წელი იყო.  ჩვენი კომპანია დღეს 3 პროექტს ახორციელებს. მიმდინარე წელს, იმედი გვქონდა, რომ სასტუმროების 2 პროექტს დავიწყებდით, თუმცა,  ნებართვების საკითხი გაგვიჭიანურდა. იმედი გვქონდა, რომ ამ პროექტებს წელს დავიწყებდით.  თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ მომავალ წელს ამ ორ პროექტს დავიწყებთ.  2016 წელსვე დაგეგმილია კომპანია „ორბთან“ ერთობლივი  პროექტი, რაშიც  დაახლოებით  150 მილიონ დოლარს დახარჯავს“.

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მენეჯერის   მალხაზ კუნელაურის თქმით კი 2015 წელს გადაულახვადი პრობლემები დეველოპერულ ბიზნესს არ ჰქონია.

„რა თქმა უნდა სიძნელეები არსებობს, რადგან, ქვეყანას აქვს გარკვეული ეკონომიკური პრობლემები. ამის გათვალისწინებით, არ შეიძლება თქვა რომ შენი ბიზნესი უპრობლემოა. 2015 წელს რა თქმა უნდა იყო სიძნელეები, თუმცა, რაც მთავარია ეს იყო გადალახვადი.  წელს პროექტები სირთულეების ფონზე განხორციელდა, თუმცა, მთავარი მაინც შედეგია.

2015 წელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დავიწყეთ ისეთი დიდი პროქეტები,როგორებიცაა “ბათუმი თაუერის” გვერდით ახალი შენობის მშენებლობა, რომელშიც LeMeridien ქსელის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა განთავსდეს; ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი გუდაურში “New Gudauri”, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ბაკურიანში.

2016 წელს კომპანია  „რედკო” ეცდება კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი საქმიანობა და გუდაური სასტუმროებით დატვირთოს. გუდაურის განვითარებისთვის ჯამში 15 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. პროექტი გულისხმობს კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. 2016 წლის ბოლოსთვის ასევე დაგეგმილია სასტუმროების საერთაშორისო ბრენდ „რედისონის” შემოყვანა.ვთვლი, რომ  გუდაურს აქვს პოტენციალი,  რომ მსოფლიო ზამთრის კურორტების სიაში შევიდეს.

გარდა ამისა სხვა გეგმებიც გვაქვს, რომელის დაწყებას  2016 წელს ვაპირებთ.  ახლა ამ პროქეტებზე მიდის მოლაპარაკებები, ამიტომ სხვა დეტალების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ.

მომავალ წელს, ვეცდებით ჩვენი ბიზნესის კიდევ უფრო განვითრებას და საქართველოში  კიდევ უფრო მეტი ფულის დაბანდებას.  ჩვენი სურვილია,რომ კიდევ უფრო სტაბილური იყოს საინვესტიციო გარემო, რათა ეს გახდეს იმის სტიმული, რომ კიდევ უფრო ბევრი პროექტი განხორციელდეს”