ნავთობის ფასი თითქმის 30 დოლარამდე დაეცა

0
12
ნავთობის ფასი თითქმის 30 დოლარამდე დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ისევ დაეცა. „როიტერის“ ინფორმაციით, 3%-ით შემცირდა „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი და ბარელზე 30,43 დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2004 წლის შემდეგ. ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე აშშ-ის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ 30,41 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლია 2003 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა ბარელზე ნავთობის ფასი 30,59 დოლარი დაფიქსირდა. 2016 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ნავთობის ფასი 20%-ით გაუფასურდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოპეკ-ი მარტის დასაწყისში საგანგებო სამიტის დანიშვნას არ გამორიცხავს.