Home » ეკონომიკა » 2016 წლის მშპ-ის მაჩვენებელი 6,8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
2016 წლის მშპ-ის მაჩვენებელი 6,8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

2016 წლის მშპ-ის მაჩვენებელი 6,8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

საქსტატის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 33 921,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 6,8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,7%-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,0%-ით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 %) და ვაჭრობა (16,3%). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1 %), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,3 %), სახელმწიფო მმართველობა (9,1 %), მშენებლობა (8,3 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6 %), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 %).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (9,9%), საფინანსო საქმიანობა (9,3 %), მშენებლობა (8,1 %), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,6 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 %), დამამუშავებელი მრეწველობა (4,8 %).

კლება აღინიშნა ტრანსპორტის (-0,9 %) და კავშირგაბმულობის (-0,2 %) სექტორებში.

Share