Home » ფინანსები » 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 9-ჯერ გაიზარდა
2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 9-ჯერ გაიზარდა

2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 9-ჯერ გაიზარდა

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 18,86 მლნ ლარი, მაშინ როდესაც 2015 წელს მთლიანი სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება 2.63 მლნ ლარი შეადგინა.

2016 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 393.04 მლნ ლარი, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 359.80 მლნ ლარი იყო.

სადაზღვევო სექტორში მობილიზებული კაპიტალის ოდენობა 136,27 მლნ ლარია, 2015 წელთან შედარებით გაზრდილია ეს მაჩვენებელიც. 2 წლის წინ მათი კაპიტალი 100.60

სადაზღვევო კომპანიების აქტივებმა შეადგენა 542,30 მლნ ლარი, 2016 წელს კი 520.37 მლნ ლარი.

2016 წლის ბოლოს სულ საქართველოში რეგისტრირებულია 14 სადაზღვევო კომპანია, რომელთაგანაც 13 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი კი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

Share