Home » ფინანსები » 2016 წელს 112-მა მოსახლეობისგან 5,5 მილიონი ლარი მიიღო
2016 წელს 112-მა მოსახლეობისგან 5,5 მილიონი ლარი მიიღო

2016 წელს 112-მა მოსახლეობისგან 5,5 მილიონი ლარი მიიღო

112-ის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებულმა შემოსავალმა 8 მილიონი ლარი შეადგინა

გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების  მართვის ცენტრი 112, რომელიც 2012 წელს შეიქმნა ძირითადად თვითკმარი ორგანიზაციაა. იგი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან იღებს შემოსავალს მობილური და ფიქსირებული ოპერატორების მეშვეობით.  112 აერთიანებს –  პოლიციას, სახანძრო / სამაშველო,  სამსახურს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.

პირველ ეტაპზე 112 ბიუჯეტიდანაც ფინანსდებოდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ბიუჯეტში 112-ის დაფინანსებისა და ხარჯების შესახებ არანაირი ინფორმაცია აღარ ჩანს. კომპანია შემოსავალს ძირითადად მოსახლეობისგან  იღებს და მათ მობილური და ფიქსირებული ოპერატორების ანგარიშიდან ყოველთვიურად გარკვეულ თანხას აჭრის.

როგორც 112-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს 2016 წელს კომპანიამ ჯამში შემოსავლის სახით 8 152 610 ლარი მიიღო. მათ შორის ფიზიკური პირებისგან 5 558 099 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისგან 2 564 511 ლარი. როგორც ვხედავთ, კომპანიას ძირითადი შემოსავალი სწორედ მოსახლეობისგან აქვს.

თუმცა უცნობია, რამდენია კომპაანიის ხარჯი და რას ხმარდება მოსახლეობისგან მიღებული თანხები. bfm.ge აუცილებლად დაუკავშირდება 112 და შეეცდება მიიღოს ინფორმაცია კომპანიის მიერ ყოველწლიურად გაწეული ხარჯების შესახებ, ვინაიდან მათ მიერ მიღებული შემოსავალი საკმაოდ სოლიდურია.

რაც შეეხება 2017 წელს, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 112-მა  3 101 151 ლარი მიიღო.

გთავაზობთ დეტალურ მონაცემებს 112-ის შემოსავლების შესახებ, 2012 წლიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით.

გიორგი რანი

 

 

Share