კვირიკაშვილმა კანდელაკს მიმართა: 2011 წელს ვინ დახურა ქართუ ბანკი?

0
78
რა ცვლიბებს გეგმავს გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში

“მე არ მინდოდა და შეგნებულად ავარიდე თავი “ქართუ ბანკზე” საუბარს იმიტომ, რომ მე ამ ბანკის მენეჯერი ვიყავი 6 წლის განმავლობაში და არ მინდა კიდევ დაიწყოს ის, რომ აი, “ქართუს” წარმომადგენელია და “ქართუზე” ლაპარაკობს, მაგრამ ენა როგორ გიბრუნდებათ პირში, ეგ მაინტერესებს, როცა ამაზე საუბრობთ.”-მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, გიორგი კანდელაკს.

”2011 წელს ვინ დახურა ეს ბანკი, ვინ ჩამოართვა აქტივები, ვინ იბარებდა ამ ბანკის კლიენტებს პროკურატურის მეშვეობით, ვინ ეუბნებოდა, რომ აქტივები უნდა გაადააფორმოთ? თუ არ ყოფილა ასეთი? თქვენ არ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი?!”, – დასძინა კვირიკაშვილმა.

წყარო: postalioni.com