ბლატერი და პლატინი ფეხბურთს 8 წლით ჩამოშორდნენ

0
26
ბლატერი და პლატინი ფეხბურთს 8 წლით ჩამოშორდნენ

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით აეკრძალათ. გადაწყვეტილება ამის შესახებ ფიფას ეთიკის კომიტეტმა მიიღო.

„ფიფას ეთიკის კომიტეტმა მისტერ იოზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი ფეხბურთს 8 წლით ჩამოაშორა. ამის მიზეზი 1999 წლის 25 აგვისტოს ბლატერის მიერ პლატინისადმი უკანონოდ გაცემული 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკია“

– ნათქვამია ფიფას ეთიკის კომიტეტის ხელმძღვანელ ჰანს იოაჰიმ ეცკერტის განცხადებაში.

ფიფაში ბლატერის 40-წლიანი მოღვაწეობა დასრულებულია. პლატინის კი ეს დისკვალიფიკაცია ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს. მმართველი საფეხბურთო ორგანოს ახალი ხელმძღვანელი 26 თებერვალს გახდება ცნობილი.