თბილისის სამი დიდი  საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებული ტენდერის მიმდინარეობას სპეციალსიტები აფასებენ

0
64
თბილისის სამი დიდი  საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებული ტენდერის მიმდინარეობას სპეციალსიტები აფასებენ

,,კადრებს ვერ შევამცირებთ, პირიქით, რაოდენობა უნდა გაიზარდოს“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აღნიშნა, რომ ამჟამად ოთხო ახალი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს დედოფლისწყაროში, ზუგდიდში, ლენტეხსა და ხარაგაულში.

გარდა მიმდინარე პროექტებისა, ვალერი კვარაცხელიამ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა ახალი 20–საწოლიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2016 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, დაგეგმილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა. აღნიშნული ინფრასტუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ხარჯები ჯამში  დაახლოებით 60 მილიონ ლარს შეადგენს.

ვალერი კვარაცხელია  სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ასევე დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად   სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი დიდი კლინიკის მართვაზე გამოცხადებულ  ტენდერსაც შეეხო.როგორც მინისტრის მოადგილის განცხადა, ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები მაღალი დონის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებებად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანაარსებობით ჩამოყალიბდებიან.

,,სამი დიდი დაწესებულება – ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და რესპუბლიკური საავადმყოფო დაუბრუნდა სახელმწიფოს და კონკურსი მიმდინარეობს პარტნიორის შერჩევაზე. ეს იქნება ე.წ. „PPP პროექტი“, რაც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის თანაარსებობას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს სწორი გადაწყვეტილებაა. მსგავსი პროექტების მუშაობის გამოცდილება არსებობს დიდ ბრიტანეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში, ასე რომ, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ესენი იქნება მრავალფუნქციური და მაღალტექნოლოგიური, ე.წ. „მესამე დონის“ კლინიკები, სადაც პაციენტები მოხვდებიან გართულებების შემთხვევაში და მძიმე შემთხვევებში,“– აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მინისტრს მიაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს სწორი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო სექტორისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის აღნიშნული სისტემა მუშაობს ინგლისში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, საქართველოში  სწორედ აღნიშნული გამოცდილების გადმოტანა განხორციელდება. „ჩვენ მივიღებთ ძალიან მაღალი დონის საავადმყოფოებს, ეს იქნება მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური კლინიკები, ე.წ. მესამე დონის კლინიკები, სადაც პაციენტები მხოლოდ გართულებულ, მძიმე შემთხვევებში მოხვდებიან”, – ითქვა ბრიფინგზე.

ვალერი კვარაცხელიამ ინფორმაციით, ჯანდაცვის ობიექტებთან მიმართებაში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების თანაარსებობის შესახებ კანონის შექმნაზე ეკონომიკის სამინისტრო ამჟამად მუშაობს, ვინაიდან დღემდე შესაბამისი რეგულაციები არ არსებობს.

“ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამისი კანონის შექმნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისისთვის იქნება შემუშავებული”, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

როგორც ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, კლინიკების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვასთან ერთად იგეგმება მედპერსონალის გადამზადებაც.

,,კადრებს ვერ შევამცირებთ, პირიქით – რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მოგეხსენებათ დღეს არსებული რესურსის გამო კლინიკების 10 პროცენტი ფუნქციონირებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერის პირობების მიხედვით კადრების გადამზადებაც უნდა უზრუნველყოს.  წელს საკმაოდ კარგი სიმულაციის ცენტრი გავხსენით და მუშაობა მიმდინარეობს სწორედ იმ კუთხით, რომ დავგეგმოთ პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც სწორედ იქ მოხდება კადრების გადამზადება. სამივე კლინიკა ჯამში დაახლოებით 570 საწოლიანი უნდა იყოს, შესაბამისად , კლინიკის მმართელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენი მედპერსონალის გადამზადება იქნება საჭირო. ზუსთ ციფრებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით,“– განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო თოდუა ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება.

„მისასალმებელია, თუ მოხდება აღნიშნული საავადმყოფოების რეკონსტრუქცია და მათი ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარება. ერთი კვირის წინ შეხება მქონდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოსთან. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო პალატაში იწვა პაციენტი, პირობები მაინც არ იყო შესაფერისი და არსებული სერვისები ოცდამეერთე საუკუნისათვის მიუღებელია. ამიტომ, თუ ეს ტენდერი გამჭვირვალე იქნება და თბილისში არსებული სამი საავადმყოფოს მდგომარეობა გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ მივესალმებით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ ფასები დარეგულირდეს და არ გაიზარდოს“ – აცხადებს ნინო თოდუა.

აღნიშნულ ტენდერს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ფატი ხალვაში გამოეხმაურა: „ის ფაქტი, რომ სამი მსხვილი საავადმყოფოს რეკონსტრუქციასთვის ტენდერი გამოცხადდა, ვფიქრობ, პირველ რიგში, ისევ და ისევ მოსახლეობისთვისაა სასიკეთო. ეს სფერო დროთა განმავლობაში გარკვეულწილად, უყურადღებოდ იყო დატოვებული. რაც შეეხება ტენდერის პირობებს, დეტალებში არ გავცნობივარ, რომ უფრო რეალურად შევაფასო მოსალოდნელი შედეგები, თუმცა ის, რაც კეთდება გლობალურად ქართულ მედიცინაში, ზოგადად ჩანს, რომ ყველა ნაბიჯი გათვლილია მოსახლეობისა და პაციენტების სასარგებლოდ.  სახელმწიფოს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი დღეს ჯანდაცვაა და რადგან ასეთი კურსი გვაქვს აღებული, ვფიქრობ, რომ ამ საავადმყოფოების რეაბილიტაციაც სწორედ, ამ დიდი მიზნის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, – განაცხადა ფატი ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებული   ტენდერის მეორე ტურში  მხოლოდ ავსტრიული კონსორციუმი  „ალფამედიკი”  გადავიდა. სრული დოკუმენტაცია ვადებში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ  წარადგინა. სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 3 კლინიკა დაპროექტებული, აშენებული და/ან რეკონსტრუირებული უნდა იქნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, აღიჭურვოს მაღალხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიებით. გამარჯვებულმა კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს განხორციელებული პროექტის JCI სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაცია, ხოლო პერსონალისთვის ატესტაციის გავლა და სწავლება პერსონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად. პროექტი უნდა წარიმართოს გაერთიანებულ სამეფოში მიღებული ჯანდაცვის მოდელის მსგავსად. პირობების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმი ვალდებული იქნება PPP პრინციპით, სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა, ფლობა და ოპერირება.