შეხვდით ახალ 2016 წელს აჭარაში – რა ღონისძიბებს გპირდებათ საახალწლოდ ბათუმი

0
83
შეხვდით ახალ 2016 წელს აჭარაში – რა ღონისძიბებს გპირდებათ საახალწლოდ ბათუმი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახალი წლის შესახვედრად ბათუმში გეპატიჯებათ. დეპარტამენტმა უკვე გაავრცელა კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალი.

დეპარტამენტის ცნობით, 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე თქვენც შეგიძლიათ გაატაროთ ზღაპრული შობა-ახალი წლის დღეები ბათუმში, ევროპის მოედანზე. აქ ყოველდღე გელით: საშობაო ბაზრობა, ქართველი და უცხოელი შემსრულებლების საახალწლო კონცერტები, განსაკუთრებულად მორთული საახალწლო ნაძვის ხე, საშობაო დეკორაციები და საახალწლო განათებები წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ და საახალწლო განწყობას შეგიქმნით.

საშობაო ბაზრობა – ევროპის მოედანზე საახალწლო დეკორაციებით მორთულ ჯიხურებში წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ეთნოგრაფიული სასაჩუქრე ნივთები, სხვადასხვა სახის ადგილობრივი ტკბილეულობა, ცხელი კერძები და სასმელები, რომელთა დაგემოვნებას ადგილზევე შეძლებთ. ყველაფერი ეს კი დაუვიწყარს გახდის ბათუმში გატარებულ საშობაო დღეებს.

საახალწლო კონცერტები – თუ გსურთ იხილოთ და მოუსმინოთ თქვენთვის სასურველ მუსიკალურ ბენდს ან მუსიკოსს საახალწლო განწყობის თანხლებით თქვენს წინაშე წარმოდგენილი იქნებიან ქართველი და უცხოელი შემსრულებლები 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, ევროპის მოედანზე.

საახალწლო ნაძვის ხე, დეკორაციები და განათებები – ბათუმი სტუმრებს წელს განახლებული ნაძვის ხითა და დეკორაციებით დახვდება ევროპის მოედანზე. მასთან გადაღებული ფოტოები კი წლების შემდეგ მოგაგონებთ ბათუმში გატარებულ დაუვიწყარ დღეებს.

ინფორამცია საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება მალე…

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.

წყარო: bpi.ge