რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

0
22
რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

“ისანი მოლის” მშენებელი კომპანია შპს “ქროსი 2”, ახალ სავაჭრო ცენტრს დედაქალაქიდან მოშორებით, სავარაუდოდ, რუსთავში გახსნის. “ისანი მოლის” დირექტორის, ანი ლორანის თქმით, ახალი ობიექტის მშენებლობა სამ თვეში დაიწყება. ცენტრი 7 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება და ჯამში 200-მდე ადამიანს დაასაქმებს. ფრანგულ-ჰოლანდიური საინვესტიციო ფონდი მასში არანაკლებ 7 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

რამდენიმე დღის წინ გხსნილი “ისანი მოლი” შპს “ქროსი 2”-ის მიერ თბილისში 2015 წელს დაარსებული პირველი სავაჭრო ცენტრია, რომელიც ევროპული სტანდარტების დაცვით აშენდა. მასში სავაჭრო, კვების, ბიზნეს და გასართობი ობიექტები ფუნქციონირებს. “ისანი მოლსა” და მასში განთავსებულ “კარფურის” სუპერმარკეტში, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

2013 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ 2 820 000 ლარად შეიძინა ისანში მდებარე ტერიტორია. 2014 წლის იანვარში შპს “ქროსი 2”-თან გაფორმდა ხელშეკრულება. პირობის მიხედვით, კომპანიას სავაჭრო ცენტრი ს განვითარებისთვის უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია, პროექტი კი 30 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შედეგები სახეზეა და მთავრობა მიესალმება კომპანია „შპს ქროსი 2“-ის ბიზნესსაქმიანობას საქართველოში.

bpn.ge