Barclays-ი საეჭვო გარიგებებისთვის დააჯარიმეს

0
32
Barclays-ი საეჭვო გარიგებებისთვის დააჯარიმეს

ბრიტანელმა მარეგულირებელმა ბანკი Barclays-ი 72 მლნ ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა, პოლიტიკურად მნიშვნელოვან კლიენტებთან საეჭვო გარიგებების წარმოებისთვის.

საუბარია 1.9 მლრდ ფუნტის ტრანზაქციებზე 2011 და 2012 წლებში.

საფინანსო ზედამხედველობის სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკმა დაარღვია სტანდარტული პროცედურები და არ შეამოწმა თავისი კლიენტების სახსრების წყაროები და ამ ოპერაციებზე 52.3 მლნ ფუნტი გამოიმუშავა.

ამასთან, კლიენტების ვინაობა და გარიგებების დეტალები არ გამოქვეყნებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკს, უკვე კერძო პირებისთვის, 37.7 მლნ ფუნტის კომპენსაციების გადახდა მოუწევდა.

წყარო: agora.ge