ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე ჩამოვიდეს

0
12
ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე ჩამოვიდეს

ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე ჩამოვიდეს, თუკი ოპეკის წევრი სახელმწიფოები ბაზრის სტაბილიზაციისთვის გეგმას დროულად არ შეიმუშავებენ.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ვენესუელას ნავთობის მინისტრმა ეულოხიო დელ პინომ გააკეთა.

ვენესუელამ ოპეკის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ გაატარონ რიგი ღონისძიებები, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ნავთობის ღირებულება ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდოს.

მინისტრის თქმით, სწორედ აღნიშნული ფასია საკმარისი, რათა მწარმოებლებმა არსებული ხარჯები დაფარონ და ასევე იფიქრონ შემდგომ განვითარებაზე.

bpi.ge

[wpolling id=”10″ width=”” height=””]