აჭარაში სასტუმრო კომპლექსი “მეტრო სითი” 2017 წელს გაიხსნება

0
25
აჭარაში სასტუმრო კომპლექსი

90 მილიონი დოლარის ღირებულების სასტუმრო კომპლექსი, მეტრო სითი აჭარაში 2017 წელს გაიხსნება

ამ ეტაპზე აპარტამენტების საძირკვლის ჩაყრისა და სასტუმროსა და კაზინოს მეორე სართულის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის მეორე ეტაპი დაწყებულია და თვის ბოლოს დასრულდება. 12 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი მეტრო სითი მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. დაგეგმილია ასევე ორი 420 ბინიანი აპარტამენტის მშენებლობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 90 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სასტუმრო მეტრო სითიში 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრის, VIP რეზიდენცია, სამორინე და სხვა ობიექტები განთავსდება. აღნიშნული ინვესტიცია 600 დან 1500 მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმროს მშენებლობა, კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე – 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

კომპლექსის შემადგენლობაში, ასევე, შედის 100 ბრენდული მაღაზია, ჰიპერმარკეტი, კინოთეატრი, ბოულინგ ცენტრი და ბავშვების გასართობი ცენტრი. 16000 კვ.მ-ზე განტავსებული კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო. ამჟამად მშენებლობაზე 1500 ადგილობრივია დასაქმებული.

კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მეჰმედ აიაღის განცხადებით, ადგილობრივების დასაქმება კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

“დასაქმებულთა შორის ადგილობრივი კადრების რიცხვი მომავალში აუცილებლად გაიზრდება. შეიქმნება სამუშაო ადგილები, რომელზე დასაქმების მსურველებს კომპანია კონკურსის წესით შეარჩევს,”- განაცხადა მეჰმედ აიაღისმა.

კომპლექსი “მეტროსითი” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 2კმ-ით, ხოლო ქალაქის ისტორიულ ცენტრიდან 500 მეტრითაა დაშორებული.